კარვების ქალაქი

05 თებერვალი 2021, 17:24 17524 ნახვა

კარვების ქალაქი

#კონტაქტი

პარასკეობით “კონტაქტი” ტურიზმის სფეროს და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს ეთმობა.

ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ.ვინაიდან პოტენციალი არ არის მწირი , აქედან გამომდინარე, იძლევა ახალი მარშრუტების შექმნის და უკვე არსებულის გამრავალფეროვნების შესაძლებლობებს . ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის გამო ეს სფერო საგრძნობლად დაზარალდა.

დღევანდელი, 5 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე და ახალ, ინოვაციურ პროექტზე , რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მთაში კარვების ქალაქის მოწყობას ითვალისწინებს.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ცინცაძე.