ჯარას თაფლი

03 თებერვალი 2021, 18:14 17395 ნახვა

ჯარას თაფლი

#კონტაქტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

მაღალმთიან აჭარაში შენარჩუნებულია ჯარაში - ხის მორისგან გამოთლილ სკაში - ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია . ყოველწლიურად მატულობს ბიოსერთიფიკატის მქონე მეფუტკრეთა რაოდენობაც.

დღევანდელი, 3 თებერვლის გადაცემა ჯარას თაფლის დამზადების თავისებურებებს და ევროპის ბაზარზე გატანის პერსპექტივას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ასლან შაქარაძე და ასოციაციის წევრი, მეფუტკრე-ფერმერი რამინ ჯიჯავაძე.