24 იანვარი 2021, 16:34 3476 ნახვა

ტვირთბრუნვა და სავაჭრო ურთიერთობა

შემცირებული საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები და რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოლაპარაკებები ალტერნატიული სატრანსპორტო და ენერგომარშრუტების შექმნაზე – კარგავს თუ არა საქართველო, პანდემიის, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, კავკასიაში მთავარი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას – კითხვებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი პასუხობს.

 ექსპორტ–იმპორტის მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან – როგორ აისახა პანდემიის კრიზისი საქართველოს საერთშორისო სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე და როგორი შეიძლება იყოს ტენდენციები სამომავლოდ – კითხვებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი დავით ქათამაძე პასუხობს.

 სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გაზრდილი როლი საერთაშორისო გადაზიდვებში და მკვეთრად შემცირებული მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე – რა გავლენა იქონია პანდემიამ სატრანსპორტო სექტორზე და უმკლავდებიან თუ არა საერთაშორისო გადამზიდავები ქვეყანასა და რეგიონში არსებულ კრიზისთან დაკავშირებულ გამოწვევებს – კითხვებს საერთაშორისო სატრანსპორტო–ლოჯისტიკური კომპანია "ბენე ჯგუფი"–ს წარმომადგენელი პასუხობს.