15 იანვარი 2015, 15:11 4408 ნახვა

დოკუმენტური ფილმი ''დედის ენა ქართული'

აჭარის ტელევიზია გთავაზობთ რეჟისორ ანზორ ქათამაძის დოკუმენტურ ფილმს ''დედის ენა ქართული''. ფილმში ნახავთ ჩვენებურებმა თუ როგორ შეინახეს უბით ატარეს და დღემდე მოიტანეს მათთვის ესოდენ ძვირფასი განძი რომელსაც დედის ენას უწოდებენ. ფილმში ასევე იხილავთ თუ როგორ აიძულეს ქართული მოსახლეობა მიეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი და მუჰაჯირად წასულიყო უცხო მხარეში. ურთიერთობა და საიდუმლო მიმოწერა დედაბრული ხელნაწერებით, საზღვარს იქით უსამშობლოდ დარჩენილი ქართველებისა ვისთვისაც სამშობლო დიდ ტკივილად და მონატრებად იქცა. ავტორი, რეჟისორი და ოპერატორი - ანზორ ქათამაძე ქრონომეტრაჟი - 45 წთ.