მსოფლიო შოუბიზნესის წამყვანმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა მიმდინარე წლის მუსიკალური შედეგები შეაჯამა

19 დეკემბერი 2020, 14:31 2973 ნახვა

მსოფლიო შოუბიზნესის წამყვანმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა მიმდინარე წლის მუსიკალური შედეგები შეაჯამა

მსოფლიო შოუბიზნესის წამყვანმა ტაბლოიდმა Rolling Stone-მა მიმდინარე წლის მუსიკალური შედეგები შეაჯამა - გამოაქვეყნა 2020-ით დათარიღებული ყველაზე წარმატებული კომპოზიციების ვრცელი სია. „მძიმეწლის მნიშვნელოვანი ზოგადი მუსიკალური მოვლენებია: დისკოს ხელახალი აღორძინება, კორეული პროექტების კვლავინდებური პოპულარობა, ჰიპ-ჰოპის ახალი ვარსკვლავების მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა და ბრძნული შინაარსის მქონე ქანთრი-კომპოზიციების აქტუალურობა. The Weeknd, კარდი ბი, ბობ დილანი, დუა ლიპა და სხვები... თუმცა, პუბლიკაციაში უფრო დომინირებენ ახალბედა ვარსკვლავები, ყველაზე წარმატებული კი ამერიკელი რეპერი მეგან თი სტალიონია, რომელიც კარდი ბისთან ჩაწერილი დუეტით სიის სათავეში მოექცა. მისი სახელ-გვარი რეიტინგის კიდევ ერთ პოზიციაზე გხვდება, ამჯერად ბეიონსესთან კოლაბორაციით.

კორეული რეკორდსმენი ბოის-ბენდი BTS და პუერტორიკოელი რეპერი Bad Bunny ასევე წარმატებით აგრძელებენ მწვერვალების დაპყრობას, ხოლო ჰარი სტაილზი, როკის ვინტაჟური მიდგომების თანამედროვე ჟანრებთან საინტერესო აღრევით, მუდამ მოწინავე პოზიციებზეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს რამდენიმე სიმღერა წინა პლანზე წამოსწია სოციალურმა ქსელმა TikTok-მა, რამაც განაპირობა კიდეც მათი ამ ჩარტში მოხვედრა. მოკლედ, ეს დღეებიფმ-ფანტაზიებისსპეციალური ეთერია, რათა თქვენთან ერთად მუსიკის ჭრილში შევხედოთ გასულ, მართლაც მძიმე წელს, რომელმაც უპირველესად მსოფლიო პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ემოციებით დაგვამახსოვრა თავი.