მწვანე ოთახი და TeTe Noise

01 ნოემბერი 2020, 16:18 3635 ნახვა

მწვანე ოთახი და TeTe Noise

მწვანე ოთახი - 1999 წელს თბილისში აჩიკო გულედანის და ბექა ჯაფარიძის მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა მწვანე ოთახი, მუსიკალურ მიმართულებად  როკი, ფანკი და ჯაზროკი აირჩია. თუმცა გრძელი შემოქმედებით ისტორიის მანძილზე, იყო წარმატებული ექსპერიმენტები ელქეტრონული, პოპ, დენს მუსიკის მიმართულებით. დიდხნიანი შემოქმედებით პაუზის შემდეგ მწვანე ოთახმა შარშან განაგრძო მოღვაწეობა ახალგაზრდა მუსიკოსის Uma-J (გვანცა ჯაფარიძის) დამატებით.

TeTe Noise - 2007 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინდი-ელექტრონული ქართული დუეტის Me And My Monkey დაშლის შემდეგ Tete  (სანდრო ჩინჩალაძე) ახალ ექსპერიმეტში გადაეშვა და ხმაურების „შეგროვებას “ შეუდგა - იწერდა ქუჩის, ბუნების  ხმებს და მათ ფორტეპიანოს პარტიებს უფენდა. ამ პროცესმა წარმოშვა მუსიკოსის სოლო, ერთკაციანი პროექტი TeTe Noise.