16 ნოემბერი 2020, 15:05 5066 ნახვა

მთავარი თემა: ფეხბურთი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატთან არასდროს ყოფილა. ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად  ერთა ლიგის  პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება, საკუთარ მოედანზე  მოუწევს.   ამ წყვილში გამარჯვებული ნაკრები კი  ევროპის ჩემპიონატზე   C ჯგუფში,ჰოლანდიის  ავსტრიისა და უკრაინის  ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია  ისტორიის განმავლობაში სულ ორჯერ დაუპირისპდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრები 2020 წლის ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა დაორივე მათგანი  ფრედ 1:1 დასრულდა. განახლებულ  ფიფას რეიტინგში ჩვენი მეტოქე  65-ე პოზიციაზე იმყოფება  საქართველოს ეროვნული ნაკრები კი ამ დროისთის 86-ე ადგილს იკავებს.  ფინალური შეხვედრა  დინამო არენაზე 12 ნოემბერს  21 საათზე დაიწყება.

 გადაცემის სტუმრები

1. ლაშა ჩავლეშვილი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

2.მინდია ქათამაძე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე