„World Travel Awards“-ის ჯილდო

09 ნოემბერი 2020, 17:07 16697 ნახვა

„World Travel Awards“-ის ჯილდო

#კონტაქტი

ყოველ პარასკევს „კონტაქტი“ ტურიზმს ეთმობა.

დღევანდელი, 6 ნოემბრის გადაცემის სტუმრები იყვნენ: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების მთავარი სპეციალისტი თეონა გვიანიძე .

1993 წლიდან პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე , მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება „World Travel Awards“ იმართება , სადაც ასობით ნომინაციაში და ათასობით ნომინანტში საუკეთესოებს ასახელებენ.

შარშან ბათუმმა გაიმარჯვა ნომინაციაში “ ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება“ და ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი 2020 წელსაც გახდა.

„World Travel Awards“-ის ჯილდო მტირალას ეროვნულმა პარკმაც მიიღო, როგორც საქართველოს წამყვანმა ეროვნულმა პარკმა.