შოთა ადამაშვილი და TAMADA - ლაშა ჩხაპელია

11 ოქტომბერი 2020, 16:50 4081 ნახვა

შოთა ადამაშვილი და TAMADA - ლაშა ჩხაპელია

შოთა ადამაშვილი - ახალგაზრდა მუსიკოსთა თაობას მიეკუთვნება, თუმცა მისი თანატოლი მუსიკოსებისგან განსხვავებული და თითქოს მისი ასაკის ადამიანისთვის უცხო ჟანრი აირჩია თვითგამოხატვისთვის - ესაა ქანთრი მუსიკა.
მეტად საინტერესოა როგორ იკვლევდა „ვესტერნული“ ჩაცმულობით და მიზნისადმი საოცარი ერთგულებით ბოლნისიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული შოთა გზას. სოლო კარიერის გაგრძელებად და მის პარარერულად 2015 წელს მან თანამოაზრეებიც იპოვნა და ჯგუფი Windsheald ჩამოაყალიბა.

TAMADA - ლაშა ჩხაპელია აფხაზეთიდან დევნილი, თბილისში გაზრდილი ახალგაზრდა შემოქმედი გახლავთ. 2014 წელს, რიგაში ცხოვრების პერიოდში მან ელექტრონული მუსიკალური პროექტი lasha chapel დაიწყო. წლების მუშაობამ ის წარმატებულ მუსიკოსად და პროდიუსერად ჩამოაყალიბა. მისი ბოლო პროექტი გახლავთ Tamada - ფანკისა და ელექტრონიკის ფონზე  ნამღერი თბილისური აშუღური ბაიათის თუ მუხამბაზის მოსმენისას, ეჭვი გიჩნდება, რადენად სერიოზულია მუსიკოსის განზრახვა.