პანდემია და ემოციების მართვა

18 ივნისი 2020, 18:01 19695 ნახვა

პანდემია და ემოციების მართვა

#კონტაქტი
დღეს, 18 ივნისს მსოფლიოში ორიგინალური დღესასწაული- პანიკის დღე აღინიშნება.მართალია, მას ოფიციალური სტატუსი არ აქვს, მაგრამ ინტერნეტსივრცეში მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმწირე ნამდვილად არ იგრძნობა. როგორც ცნობილია პანიკა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა,რომელიც ადამიანის არაკონტროლირებად ქცევებს იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში ახალი სირთულეების მიზეზი ხდება.
კვლევებითაც დასტურდება, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ეპიდემიების დროს ადამიანის ფსიქიკა სერიოზულ პრობლემებს აწყდება და ეს მდგომარეობა პანდემიის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება.
როგორ დავაღწიოთ თავი ასეთ მდგომარეობას და რა რეკომენდაციების გათვალისწინებაა მიზანშეწონილი, რა სახის მხარდაჭერას გვთავაზობს ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა- ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კონტაქტის " სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი , ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი ქეთევან ბერიძე