ახალი კორონავირუსი და სოციალური პასუხისმგებლობა

02 ივნისი 2020, 17:24 21588 ნახვა

ახალი კორონავირუსი და სოციალური პასუხისმგებლობა

#კონტაქტი
30 აპრილიდან აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა . შესაბამისად აჭარა ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს, რამაც განაპირობა ბათუმის ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულში მოხვედრა.
შედეგი, რომელიც საქართველომ მოიპოვა, კოორდინირებული მუშაობით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დადგა, თუმცა როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ვირუსი არსად წასულა და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და ყველა რეკომენდაცია კვლავ უსათუოდ უნდა დავიცვათ. ეს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის უმთავრესი პირობაა.

როგორ შევინარჩუნოთთ პოზიტიური დინამიკა -ამაზე დღევანდელი, 2 ივნისის "კონტაქტში" ვისაუბრეთ.

გადაცემის სტუმარი იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე.