02 იანვარი 2020, 17:00 9745 ნახვა

დარჩიძეების ოჯახი | სოფ. მახალაკიძეები მარეთის ხეობა (შუახევი) | გადაცემა 199-ე

დარჩიძეების უნიკალური ოჯახი, სადაც გვხვდება უხუცესი ეთნოფორი ფატი დარჩიძე. ოჯახის ყველა წევრი მღერის, ცეკვავს და უკრავს აჭარაში გავრცელებულ ყველა ხალხურ ისტრუმენტზე. მეტიც ყავთ ანსამბლები და თავადაც არიან სხვადასხვა ანსამბლის წევრები, ასევე მუშაობენ ბავშვებთან, სადაც ასწავლიან, როგორც სიმღერებს, ასევე ცეკვასა და ისტრუმენტებზე დაკვრას.  აქ ვისმენთ სიმღერათა იმ ნიმუშებს, რომელიც ამ ოჯახმა შემოინახა და ასევე ვისმენთ მაღალმთიან აჭარაში გავრცელებულ სიმღერათა განსაკუთრებულ ვარიანტებს. ქალთა ხორუმის ერთერთი უნიკალური ვარიანტი, ჩვენს მიერ ამ ოჯახში იქნა მოსმენილი და ჩაწერილი. დარჩიძეების ოჯახი ნათელი მაგალითია საოჯახო ტრადიციის, სადაც ზეპირად ხდება გადაცემა სასიმღერო, საცეკვაო თუ ინსტრუმენტული მუსიკისა.