ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“

11 მარტი 2020, 17:29 17589 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“

ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე: ქედის მუნიციპალიტეტის შშმ პირები - ადგილობრივი „კლიმატის ცვლილების ელჩები“ . პროექტს ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)ახორციელებს. პროექტის მიზანია ეფექტიანი და რეპლიკაციის პოტენციალის მქონე სადემონსტრაციო ინიციატივის განხორციელება შშმ პირების გარემოს დაცვაში მონაწილეობის თემაზე და წარმოჩენა იმისა თუ, როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს შშმ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ჩართულობა, საარსებო წყაროების მოპოვების შესაძლებლობები და ამასთანავე მიღწეულ იქნეს გარემოსდაცვითი მიზნები.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი აბულაძე და გარემოსდაცვითი სექტორის კოორდინატორი ვლადიმერ თებიძე