შავი ზღვის ეკოლოგიური გარემო: გამოწვევები და პერსპექტივები

17 თებერვალი 2020, 15:10 12586 ნახვა

შავი ზღვის ეკოლოგიური გარემო: გამოწვევები და პერსპექტივები

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ინიციატივით, ბათუმში აჭარის რეგიონში მოქმედი ჟურნალისტებისათვის ჩატარდა სემინარი: ,,შავი ზღვის ეკოლოგიური გარემო: გამოწვევები და პერსპექტივები“. ბიოლოგიის დოქტორმა და ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნას“თავმჯდომარემ არჩილ გუჩმანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის ზოგადი მახასიათებლების, მისი ეკოლოგიური ღირებულებისა და მნიშვნელობის შესახებ,  დეტალურად იყო საუბარი შავი ზღვის ძირითად გარემოსდაცვით ასპექტებზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

არჩილ გუჩმანიძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების უნიკალურობაზე და კიდევ ბევრ საინტერესო ზღვის მახასიათებლებზე  ვრცლად საუბრობს.