10 თებერვალი 2020, 15:11 6284 ნახვა

ფუტზალის გუნდი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერისტეტის ფუტზალის გუნდი  2012 წელს ჩამოყალიბდა. 2013 -2016 წლებში კი საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ასპარეზობდა ,ერთ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა . გასულ წელს ჩვენს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ კლუბში ვითარება , თითქმის არშეცვლილა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი რევაზ ოკუჯავა  დარწმუნებულია რომ მომავალი სეზონიდან გუნდი  საშინაო შეხვედრებს  ბათუმში გამართავს. კლუბს კი  უმაღლესი მიზნების მისაღწევად   ყველა პირობა ექნება.

დაიჯესტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დიდი ანგარიშით 23:10 დაამარცხა. 

ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო.  გუნდში იტალიელი ინვესტორის მისვლით, ფინანსური პრობლემები გადაიჭრა და გუნდმა პირველი ტრანსფერები განახორციელა.

დღეს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იტალიის დედაქალაქში აიღებს სატრტს. ნახევარ ფინალური შეხვედრები 55-63-77-87 და 130 წონით კატეგორიაში გაიმართება.

სტუმრები:ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტზალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი