03 თებერვალი 2020, 16:53 7220 ნახვა

თემა:ბათუმის სპორტული ცენტრი

ბათუმის სასპორტო სკოლის ყინულის მოედანი რამდენიმე წელია არსებობს, სადაც არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა.

ბათუმში არსებული ყინულის მოედანი საქართველოში ერთადერთია, რომელიც სტანდარტული ზომისაა, თუმცა ამ ეტაპზე, ყინული რეაბილიტაციას საჭიროებს. მოედანზე შეუძლებელია ჩემპიონატების მასპინძლობა.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, სპორტულ ცენტრში პროფესიული სპორტის წრეები უქმდება და აქცენტი მასობრივ სპორტზე გაკეთდება. მწვრთნელები ბათუმის მერიის ბალანსზე იმყოფებიან, სპორტსმენების დაფინანსების საკითხი კი აჭარის სპორტის დეპარტამენტს გადაეცემა.

გადაცემის სტუმრები: გოდერძი დავითაძე- ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი

ლელა ჩოპიკაშვილი- ბათუმის სპორტული ცენტრის მთავარი მწვრთნელი ფიგურულ ციგურაობაში