აკვაკულტურა

22 იანვარი 2020, 17:23 21472 ნახვა

აკვაკულტურა

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგის ან სოფლის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.
დღევანდელ გადაცემაში რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების განვითარების პერსპექტივებს შევეხეთ. გასული წლის ბოლოს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციამ „ფორეჯი“ კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო გახსნა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საწარმო ევროკავშირის ენპარდ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ქედა-ლიდერი“ ფარგლებში დაფინასდა.
კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქროს მნიშვნელობაზე და არსებულ მოლოდინებზე სასაუბროდ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე
ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა მეთევზე-ფერმერი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოდან თარაშ შაშიკაშვილი.