25 იანვარი 2020, 12:14 9244 ნახვა

ანჯეი ვაიდა-პოლონელი, თეატრის და კინოს რეჟისორი და სცენარისტი.

დაიბადა 1926 წლის 26 მარტს სუვალკიში. სწავლობდა ფერწერას კრაკოვში სამხატვრო აკადემიაში. 1954 წელს დაამთავრა ლოძის სახელმწიფო უმაღლესი კინოსკოლა.

 მისი დებიუტი მხატვრულ კინემატოგრაფში შედდგა 1954 წელს ფილმით “თაობა”, რომელიც მოგვითხრობს იატაკქვეშად მოქმედი ახალგაზრდების ჯგუფის ბედზე, რომლებიც ნაცისტ ოკუპანტებს ებრძვიან. ფილმმა რეჟისორს ფართო პოპულარობა მოუტანა

“პეიზაჟი ბრძოლის შემდეგ”(1970) -“ოქროს გლობუსი” მილანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრან-პრი კოლომბოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1972 წელს –  ტრაგიკული ისტორია ადამიანებისა, რომელბიც გაუდაურჩნენ გიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებს

 რეჟისორის შემოქმედებაში ასევე გამორჩეული ადგილი უკავიათ ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებს: “პილატე და სხვები” (1971, ბულგაკოვის ნაწარმოების მიხდვით)