პროფესიული კოლეჯის „ბლექსი“ მოკლევადიანი პროგრამები

06 იანვარი 2020, 17:55 20927 ნახვა

პროფესიული კოლეჯის „ბლექსი“ მოკლევადიანი პროგრამები

#კონტაქტი
ორშაბათობით "კონტაქტი" განათლების სფეროს ეთმობოდა და არც ახალ 2020 წელს დავარღვევთ ამ ტრადიციას.
პროფესიული განათლება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ამას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო პროფესიული განათლების რეფორმამ, რომლის შედეგადაც მრავალი ცვლილება განხორციელდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის მარტის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცა უფლება თავად შეიმუშაონ და განახორციელონ პროგრამები, ხოლო სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

დღევანდელ გადაცემაში პროფესიული მომზადების იმ მოკლევადიან პროგრამებს შევეხეთ , რომლებზეც მიღება ბათუმის პროფესიულმა კოლეჯმა „ბლექსი“ გამოაცხადა.

„კონტაქტის“ სტუდის სტუმრები იყვნენ ბათუმის პროფესიული კოლეჯის „ბლექსი“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე და დირექტორის მოადგილე მაია თოიძე.