პროფკავშირული სკოლა

07 ნოემბერი 2019, 17:13 22299 ნახვა

პროფკავშირული სკოლა

#კონტაქტი
დღევანდელი, 7 ნოემბრის გადაცემაში პროფკავშირულ სკოლაზე ვისაუბრეთ.

2016 წელს ავსტრიისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამშრომლობითა და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში პროფკავშირულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება.
მოგვიანებით კი ასეთივე სკოლა ბათუმში გაიხსნა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის პროფკავშირული სკოლის მსმენელებმა სასწავლო კურსი დაასრულეს და მალე სერთიფიკატებს მიიღებენ.

საგანმანათლებლო პროცესში რაზე გაკეთდა აქცენტები , ავსტრიული გამოცდილებიდან რა იქნა გაზიარებული, როგორია ექსპერტების შეფასება , პროფკავშირული სკოლის მსმენელებს მიღებული ცოდნის გამოყენების რა შანსები აქვთ - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ

"კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე და ავსტრიის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი სანდრა ხოხოლცერი , ავსტრიელ სტუმართან ურთიერთობაში ნელი ახვლედიანი გვეხმარებოდა