29 სექტემბერი 2019, 13:42 3560 ნახვა

გადაცემაში შემდეგი წიგნებია წარმოდგენილი: ”ხიდი მდინარე კვაიზე” „2001: კოსმოსური ოდისეა“

ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) ”ხიდი მდინარე კვაიზე” გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. ”სიკვდილის რკინიგზის” მშენებლობაზე მუშაობდნენ.

2001: კოსმოსური ოდისეა“  წიგნს შექმნის საინტერესო ისტორია აქვს- ლეგენდარული ფილმი „კოსმოსური ოდისეა 2001“ გადაიღო სტენლი კუბრიკმა, სცენარზე კუბრიკი და კლარკი ერთად მუშაობდნენ. სცენარის პარალელურად, ართურ კლარკმა წიგნის წერა დაიწყო და ასე მოევლინა ქვეყანას არანაკლებ ლეგენდარული რომანი, რომელიც მწერლის ადრეულ, მოკლე მოთხრობებს დაეფუძნა. სიუჟეტი მეტად საინტერესოა და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიისა და მომავლის სრულიად ახლებურ გააზრებას.