22 სექტემბერი 2019, 12:33 3875 ნახვა

გადაცემის სტუმარი ნატო დავითაშვილი

გადაცემის სტუმარი ნატო დავითაშვილი -მცირერიცხოვან ქართველ ავტორებს შორისაა, რომელიც ფენტეზის ჟანრში წერენ.მისი სტილი ეპიკურია, თხრობა - დინამიური. წიგნებში თანაბრადაა წარმოდგენილი როგორც ღრმა ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული მითოლოგიური თუ ეთნოგრაფიული რეალიები, ასევე ნებაზე მიშვებული ფანტაზია, რომელიც დროდადრო წარმოუდგენელ სიუჟეტებს გვთავაზობს. მისი ყველა წიგნი ერთი დიდი საგის ნაწილია, ყოველი ახალი წიგნი უფრო და უფრო მეტად მუხტავს მკითხველს და ახლის წაკითხვის დაუოკებელ სურვილს ბადებს.