18 ივლისი 2019, 15:06 10478 ნახვა

ფოტოსნაიპერი

61 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლაგოდეხის ნაკრძალის მეტეოსადგურში ლაბორანტად დაიწყო მუშაობა. კვალიფიკაციით ბიოლოგია და ხერხემლიან ცხოველებს იკვლევდა. უმაღლესი სასწავლების დასრულების შემდეგ პედაგოგად იმუშავა სკოლაში, 1973 წლიდან შოთა ერიაშვილი, ისევ ლაგოდეხის ნაკრძალში დაბრუნდა და 33 წელი იმუშავა. პენსიაში გასვლის შემდეგ, იშვითის სახეობის ბოსტნეულით დაინტერესდა, შარშან 10 ტონა ბატატის მოსავალი აიღო. წელს კი ბატატის 4 700 - მდე სანერგე ტუბერით, 50 ტონამდე მოსავალს ელოდება.