სასკოლო კლუბების ინიციატივები , გამარჯვებული პროექტები , მოსწავლეთა გზავნილები , მონოლოგები , შეცვალე მსოფლიო კეთილი საქმით, მსოფლიოს მეორე მხარე ..

21 ივნისი 2019, 14:40 18594 ნახვა

სასკოლო კლუბების ინიციატივები , გამარჯვებული პროექტები , მოსწავლეთა გზავნილები , მონოლოგები , შეცვალე მსოფლიო კეთილი საქმით, მსოფლიოს მეორე მხარე ..

მოგეხსენებათ ,  აჭარის   განათლების,  კულტურისა  და  სპორტის სამინისტროკონკურსებისა და ოლიმპიადების  ქვეპროგრამის ფარგლებში  ყოველწლიურად  სასკოლო  კლუბების ინიციატივების დაფინანსებას  ახორციელებს,

წელს  85  პროექტიდან     17  გამარჯვებული  კლუბის  პროექტი   გამოვლინდა -უფრო  დეტალურად  სასკოლო  კლუბების  მნიშვნელობის  შესახებ  გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ - აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაკაშიძე    ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ლეღვას  პირველი  საჯარო სკოლის  მოსწავლე  ლიკა  ჯინჭარაძე  და  ბათუმის  მე-20  საჯარო  სკოლის  მოსწავლე  ნინო  ქამაშიძე ..

მეორე  ნაწილი კი   დაეთმობა ..   ბათუმის  კერძო  სკოლა განათლების მკითხველთა  და  კრიტიკოსთა  კლუბის  საგანმანათლებლო  პროექტს- ,,8  წუთი  8  ამბავი ‘’ - მოვისმენთ  მოსწავლეთა  გზავნილებს  და  ეტაპობრივად  გავეცნობით  მონოლოგებს , რომლებიც  მოზარდებმა   მონოლოგების  საღამოსთვის    შექმნეს .  რა   თემებს  ეხება   მონოლოგები  და  რა  აქვთ  სათქმელი ახალგაზრდებს  ამას  ჩვენი  გადაცემებიდან  შეიტყობთ .. დღეს  მოისმენთ  ქეთი  ბოლქვაძის  მონოლოგს - მსოფლიოს მეორე მხარე..