გადაცემის სტუმარი ნინო რაზმაძე
ეთნომუსიკოლოგი, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტი, ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობა).
არის 15-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ნინო რაზმაძის სამეცნიერო ინტერესი ძირითადად მიმართულია ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის საკითხებისადმი; აგრეთვე, იგი დაინტერესებულია ქართული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის საკითხებით.