აჭარის რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი

10 ივნისი 2019, 20:10 19868 ნახვა

აჭარის რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი


დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას ახალგაზრდობა წარმოადგენს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა. სწორედ ეს წარმოადგენს ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის მთავარ მიზანს . 
ახალგაზრდული პოლიტიკის რომელ პრინციპებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს დაეფუძნება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა -ამაზე დღევანდელი, 10 ივნისის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე.