პროექტი „მედიART-2” . დასაქმების ფორუმი ბათუმში

30 მაისი 2019, 18:58 18751 ნახვა

პროექტი „მედიART-2” . დასაქმების ფორუმი ბათუმში

 „კონტაქტის" პირველი ნაწილი დაეთმო პროექტს „მედიART-2” . პროექტს ახალგაზრდული ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ახორციელებს , ხოლო სოციალური კაფე “თავისუფალი სივრცე” არის ადგილი, სადაც პროექტით გათვალისწინებული აქტივობები იმართება.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო პროექტის იდეის ავტორი, სოციალური კაფეს „თავისუფალი სივრცე“ მენეჯერი ნინო ჩხაიძე 
გადაცემის მეორე ნაწილი კი დასაქმების ფორუმს დაეთმო, რომელიც ბათუმში   31 მაისს გაიმართება. 
ფორუმის მონაწილეებს 60-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს.ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.