01 დეკემბერი 2018, 20:00 8446 ნახვა

მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი ქობულეთის სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასდროს იფარება წყლით. მომავალ სამოქმედო გეგმაზე და კიდევ რა უნიკალური თვისებები გააჩნია ტორფნარს ამის შესახებ, გადაცემაში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემის კონსერვაციის განყოფილების უფროსი იზოლდა მაჭუტაძე გვეტყვის.