15 ნოემბერი 2018, 20:00 16470 ნახვა

"Tirnavia Ice cup 2018"- საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები , ნორჩი ჩემპიონები- გადაცემაში ,, ღია ეთერი '' - გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 1- 4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ფიგურულ ციგურაობაში ჩატარდა თასის გათამაშება - "Tirnavia Ice cup 2018" - რომელშიც იუნიორთა და ნოვისების კატეგორიაში 20-ზე მეტი ქვეყნის 125-მდე მოციგურავე გოგონა და ვაჟი მონაწილეობდა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოდან ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეები, #ნორჩიჩემპიონები ასპარეზობდნენ: ,სხვადასხვა კატეგორიებში პირველი ადგილი დაიკავეს- ქეთევან მახარაძემ (9 წლის) დავით გურგენიძემ (10 წლის) და ილია გოგიტიძემ (13 წლის) #გადაცემისსტუმრები სწორედ ეს წარმატებული მოციგურავეები , საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები,. და სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ინგა ბუტიკაშვილი იქნებიან. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5 სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)