26 ივლისი 2018, 20:00 12218 ნახვა

აჭარას განახლებული მთავრობა და მთავრობის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. როგორ აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს მესამე სექტორში და როგორია საზოგადოების მოლოდინი?- ამ თემაზე დღეს „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში დემოკრატიული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელი ლევან გობაძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე ისაუბრებენ. რა პრინციპით შეარჩია აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ გუნდის წევრები და რა არის თორნიკე რიჟვაძისთვის რეგიონში მთავარი გამოწვევა?-ამას „კომპეტენტური პასუხის მეორე ნაწილში მოისმენთ. გადაცემის სტუმარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახლავთ.