01 ივლისი 2018, 20:00 12759 ნახვა

სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 96 084 დარღვევა დაფიქსირდა. რამდენად ასახავს ციფრები სკოლებში შექმნილ რეალობას, რა სტრატეგიას ირჩევს სახელმწიფო ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად და რა ხდება აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?- ამ თემაზე „კომპეტენტრ პასუხში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი საუბრობს. პირდაპირ ეთერში განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ჩაერთვნენ.