03 ივნისი 2018, 20:00 8918 ნახვა

წლის ყველაზე ცხელი სეზონი დაიწყო, მაქსიმალურია დღის ხანგძლივობა, მზის UV ინდექსი კი ყველაზე მაღალი. ოზონის შრეზე არსებული პრობლემების გამო კი, რომელიც ძირითადი რეგულატორია მზის ულტრაიისფერი გამოსხივების, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. რამდენად გვიქმნის საფრთხეს მზეზე მომატებული Uv ინდექსი და რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მიმართულებით გარემოს გაჯანსაღებისთვის, ამ ყველაფერზე- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი გვეტყვის.