08 ოქტომბერი 2017, 20:00 12342 ნახვა

დღეიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხი“ ბათუმში პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელბულ კანდიდატებს დაეთმობა. დეპუტატობის მსურველთა საეთერო განრიგი წილისყრით დადგინდა. დღეს სტუდიაში დასმულ შეკითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ ნომრად დასახელებული მირდატ ქამადაძე, შალვა ნათელაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სიის პირველი ნომერი-ჯელალ ქიქავა და ქართული ოცნების პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელებული სულიკო თებიძე უპასუხებენ. გადაცემა 18.30 წთზე fm104.5-ზე დაიწყება.