04 ოქტომბერი 2017, 20:00 12220 ნახვა

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემაში „კომპეტენტური პასუხი“ საეთერო დრო არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს დაეთმო. რადიოსმენელებს საარჩევნო პროგრამას საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელმა კახაბერ ცისკარიძემ და პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის წევრმა ნინო ეფაძემ გააცნეს. „კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და გადაცემის მოსმენა ყოველ სამუშაო დღეს F.მ. 104.5-ზე საღამოს შვიდის ნახევრიდანაა შესაძლებელი.