01 ოქტომბერი 2017, 20:00 5032 ნახვა

დღეიდან აჭარის რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „კომპეტენტური პასუხი“ საარჩევნო რეჟიმში იწყებს მუშაობას. საეთერო დრო წილისყრით გამოვლენილ პოლიტიკურ სუბიექტებს დაეთმობა. მსმენელი როგორც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ, ისე მერობისა და სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს მოუსმენენ. დღეს კი საარჩევნო პროგრამას ამომრჩეველს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოსა“ და „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები გააცნობენ. „კომპეტენტური პასუხი“ ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს შვიდის ნახევარზე დაიწყება.