05 ივლისი 2017, 20:00 15565 ნახვა

გადაცემის თემა: საზაფხლო სკოლები ბათუმში - სტუდენტებისთვის და საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.. ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობის მიღება, როგორ მიმდინარეობს სწავლება, რას ითვალისწინებს საზაფხულო სკოლის პროგრამა, როგორია სალექციო კურსის თემატიკა და რა საკითხებს განიხილავენ, რაზე მსჯელობენ საზაფხულო სკოლის მონაწილეები. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემის სტუმრებთან ერთად გადაცემის პირველი ნაწილი - ფრანგულენოვან საზაფხულო სკოლას დაეთმობა , რომელიც უკვე გახსნილია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში .. გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი, საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნათია აბაშიძე .. და ფრანგულ-ქართული საზაფხულო სკოლის მონაწილეები ელენე ევგენიძე და მართა მატკავა... მეორე ნაწილში - ვისაუბრებთ ყოველწლიურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაზე , რომლის თემატიკა გახლავთ-,, ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში’’ .საზაფხულო სკოლას ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტი წელს მეხუთედ უმასპინძლებს. გადაცემის სტუმარი იქნება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე, დედაქალაქიდან პირდაპირ ეთერში. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან-მონეს კათედრის უფასო საზაფხულო სკოლა “ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა” - წელს პირველად ამოქმედდება ბათუმში.