03 მაისი 2017, 20:00 16350 ნახვა

გადაცემის თემა : დასაქმების ფორუმი და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება" - პროექტი , რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში. სტიუდიის სტუმრები : განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აჭარის კოორდინატორი ლელა შანიძე, პროექტის კონსულტანტი ირმა ზოიძე და პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი თამარ დოლიძე .. პირდაპირ ეთერში სატ, ჩართვები : - აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული განათლების და დასაქმების მხარდამჭერი საქმიანობა თბილისში, ქუთაისში , აჭარასა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს... გარდა შშმ პირებთან მუშაობისა, პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაზე მიმართულ აქტივობებსაც ახორციელებს... საპილოტე პროგრამაზე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს ცენტრი საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში დასაქმების ფორუმის ორგანიზებას გეგმავს.