16 მარტი 2017, 20:00 10279 ნახვა

დღეს ძილის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და მედიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ ეს დღე პირველად 2008 წლის 14 მარტს აღნიშნეს. მას შემდეგ ყოველწლიურად მარტის მეორე სრული კვირის პარასკევს მსოფლიო ძილის და ჯანმრთელობის პრობლემებს მიაპყრობს ადამიანების ყურადღებას. წელს ეს დღე 17 მარტს დაემთხვა.დღევანდელი, 17 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" სწორედ ძილის შესახებ ვისაუბრეთ ამ თემაზე ჩვენი სტუმარი იყო მედიცინის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქონევროლოგი შორენა ვაშაძე. რუბრიკა "არტრადარი" დაეთმო ფოტოგამოფენას "სამი კუთხე" , რომელიც 18 მარტს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება.რუბრიკის სტუმარი იყო ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარ-მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი. ტურიზმის სფეროს სიახლეებზე და საინტერესო მარშრუტი შევთავაზეთ რადიომსმენელებს უქმე დღეების შინაარსიანად გასატარებლად. ჩვენი სტუმარი იყო აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე.