05 მარტი 2017, 20:00 10048 ნახვა

„ქალის სურნელი“-ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც ხვალ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართება. რომელსაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოგვიდგენს , ამ თემაზე ვისაუბრეთ მოწვეულ სტუმრებთან ერთად. სტუმრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების სპეციალისტი სალომე მანაგაძე და ახალგაზრდა ბათუმელი ხელოვანი გიორგი გიოვანი. რუბრიკის „არტ-რადარი“ სტუმრები იყვნენ აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფის წევრები: საბა, ლუკა , ნიკა ხიდაშელები და მათი მამა, ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის “ ოჰოი ნანა“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ალეკო ხიდაშელი.