24 ოქტომბერი 2017, 00:00 5584 ნახვა

რატომ არის მნიშვნელოვანი კონსტიტუცია და რატომ იცვლება საქართველოში ასე ხშირად კონსტიტუციის ტექსტი? გადაცემის სტუმარი: იურისტი გიორგი გოცირიძე საუბრობს კონსტიტუციის ისტორიაზე საქართველოში. მისი აზრით, ქვეყნის მთავარ კანონში შეტანილი ახალი ჩანაწერების ნაწილი უკან გადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. გადაცემის მეორე ნაწილში გავა იაპონელი კინორეჟისორის, კენძი მიძოგუშის ფილმი „ჩემი სიყვარულის ალი“.