#უკეთესიგანათლებისთვის - მოსწავლეთა მედია ტურის რადიო აჭარაში.

05 დეკემბერი 2025, 11:45 56 ნახვა

#უკეთესიგანათლებისთვის - მოსწავლეთა მედია ტურის რადიო აჭარაში.

LIVE  სსიპ - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

- შემეცნებითი ტურის ფარგლებში რადიო აჭარამ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე 4- ბ კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ნათია ცინცაძეს უმასპინლა , მოსწავლეები გადაცემა ,,ღია ეთერის’’ სტუმრები იყვნენ . ბავშვებმა დაათვალიერეს სტუდიები , გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები , გაეცნენ გადაცემის მომზადების სპეციფიკას , დაესწრნენ საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის პროცესს პირდაპირ ეთერში , მოისმინეს ინფორმაციები აჭარის რადიოს ისტორიის და უნიკალური ოქროს ფონდის შესახებ , ის, რომ გალაკტიონის - პოეტთა მეფის ხმის ჩანაწერი აჭარის რადიომ შემოუნახა შთამომავლობას და ყველაზე ძველი ფირი 1953 წლით დათარიღებული ჩანაწერია. (- გალაკტიონ ტაბიძე თავის შედევრ - „მთაწმინდის მთვარეს“ კითხულობს ) ...

-ოქროს ფონდის და რადიო-ჩანაწერების გაციფრულების შესახებ ინფორმაცია ბავშვებს ფონოთეკარმა ხათუნა ბერიძემ მიაწოდა. ბრენდ -მენეჯერმა და გადაცემა #fmფანტაზიების ავტორმა და წამყვანმა ბერდო კუტუბიძემ - მოზარდებს რადიოს ლოგოიანი სუვენირები დაურიგა , აჭარის რადიოს ახლაგაზრდა მენეჯერმა დათო ტრაპაიძემ რადიოს ბადეში არსებულ გადაცემებზე ესაუბრა და მიმდინარე სიახლეები გააცნო

მოზარდებმა შემეცნებითი ტურის ფარგლებში მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე , რა თქმა უნდა გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები და დაგვიტოვეს გზავნილები ..

მოსწავლეების სტურობის ამსახველ გადაცემას მალე მოისმენთ ჩვენს ტალღაზე FM 104.5 - გადაცემაში #ღიაეთერი ..

====

 გვისმინეთ -ყოველ სამშაბათს და პარასკევს -

..13 საათსა და 10 წუთზე #ღიაეთერი #ზურაბ_გუჯაბიძესთან ერთად. სარეჟისორო პულტთან - #გიორგიბოლქვაძე, გადაცემის პროდიუსერი Irma Chkhaidze

https://ajaratv.ge/radio

https://ajaratv.ge/show/68

https://www.facebook.com/profile.php?id=61551666609353

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

რადიო,,აჭარის'' საავტორო გადაცემები