დილის რადიო
9 აპრილი ოთხშაბათი , 2025 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
დღეს 9 აპრილია-- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 აპრილი საქართველოში - უქმედაა გამოცხადებული. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა., რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე , 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში დღეს ბევრს ვისაუბრებთ . ახლა კი დღევანდელი გდაცემის ანონსი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
9 აპრილით დათარითებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით
# 9 აპრილი, თარიღი, რომელმაც შეცვალა საქართველოს მომავალი #9 აპრილი - ტრაგედიის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
# დილის რადიოს სტუმარი იქნება კახა სურგულაძე , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ს პროფესორი
რუბრიკაში „რადიო „ აჭარის“ ოქროს ფონდი“ პოეტ ჯემალ ქათამაძის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ. , რომელიც 1991 წლის 9 აპრილსაა გაკეთებული, როცა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
#“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” ახორციელებს ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით" .
#დილის რადიოს სტუმრები: პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იდეების კონკურსის გამარჯვებულები, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მილა არჩაია და გელა მოწყობილი
#როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობები ბავშვებისთვის? -ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“ #რუბრიკის სტუმარი: ექიმი -რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე
სპორტის სიახლეები - სეო
ამინდის პროგნოზი კობასგან