დილის რადიო

00:00
00:00
Download
08 აპრილი 2025, 10:55 444 ნახვა

დილის რადიო

8 აპრილი სამშაბათი 2025 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფატენაძისგან გავიგებთ

გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე

სპორტის სიახლეებით სტუდიაში სეო წილოსანი შემოგვიერთდება

8 აპრილით დათარიღებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით . დღეს ბოშების საერთაშორისო დღეა. ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე დღეს იუბილარია.

რუბრიკა~ „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს უსაზღვროდ ნიჭიერ პოეტსა და ღრმად მოაზროვნე შემოქმედს -ზურაბ გორგილაძეს ეთმობა, დღეს მისი გარადაცვალებიდან 19 წელი გავიდა ზურაბ გორგილაძის გარდაცვალების შემდეგ თითოეულმა ჩანაწერმა , რაც აჭარის რადიოს ფონდში მოგვეპოვება და რაც მის შემოქმედებასთან უშუალო კავშირშია, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.დღეს მოვისმინოთ ერთი ჩანაწერი ჩვენი ოქროს ფონდიდან-როგორ დაიწერა ლექსი "ცისფერო და ვარდისფერო ბათუმო"

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით ვენერა მილოსელის შესახებ , რომელიც ძველი საბერძნეთის სკულპტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია

#უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსები

#დილის რადიოს სტუმრები: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის თანამშრომელი ნინო ნაკაშიძე და ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესორი ქეთევან ჭანიძე

#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად „დილის რადიოს“ ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . #რუბრიკის სტუმარია მუსიკოსი არჩილ დავითაძე -იგივე DJ Cheeky - ჩიკი, რომელსაც უნდა, რომ ჰქონდეს სუპერძალა, რომლითაც ჟღერადობას მიანიჭებს ნივთებს, ამინდს თუ ადამიანებს ... გაარღვევს რეალობის საზღვრებს და ჭეშმარიტი ბგერის სილამაზეს ეზიარება, მის ბუნებრივ, აკუსტიკურ მოცემულობაში ...

#13 აპრილს ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი გაიმართება

#დილის რადიოს სტუმარი: ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე

#სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში

„სად წაიღებ" -ასე ეწოდება ირაკლი სირაბიძის ახალ სიმღერას  , ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად ირაკლია , არანჟირების კი მიხეილ ბუაძე 

დილის რადიოს სტუმრები: მუსიკოსები ირაკლი სირაბიძე და მიხეილ ბუაძე

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება