27 მარტი 2025, 10:07 534 ნახვა

დილის რადიო

27 მარტი ხუთშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 27 მარტია დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა . ეს არის არა უბრალოდ სცენის მუშაკთა პროფესიული ზეიმი, არამედ მაყურებლის დღესასწაულიც. თეატრი განსაზღვრავს ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ხასიათს. საქართველო ოდითგანვე მდიდარი იყო სანახაობრივ-საშემსრულებლო თეატრალური კულტურის მრავალფეროვანი ფორმებით, ქართულმა თეატრმა უძველესი დროიდან დღემდე მსოფლიო თეატრის ისტორიის განვითარებისათვის დამახასათებელი თითქმის ყველა საფეხური განვლო. თეატრი ის სივრცეა , სადაც შგიძლია გამოხატო ემოცია, ადგილი, სადაც შეგიძლია უამრავ ცხოვრებისულ თემაზე დაფიქრდე, ბევრი რამ გააანალიზო, ბევრი რამ ისწავლო, თეატრი სწორედ ამით გამოიჩევა, დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა და გილოცავთ თეატრის ყველა მუშაკს და მაყურებელსაც

გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარი პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში

გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე

სპორტის სიახლეებს სეო წილოსანისგან გავიგებთ

იმ ფაქტებსა და მოვლენებს შევეხებით, რომელთაც 27 მარტი აერთიანებთ . 7

#გაზაფხული , ვარჯიში და ის ფაქტორები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო პირადი მწვრთნელის შერჩევისას-ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიორჩევები“.  #რუბრიკის სტუმარია ფიტნეს ინსტრუქტორი -ბოდიბილდერი გიორგი საფარიძე

#28 მარტს, 18 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი და ბათუმის ზაქარია ფალიაშვილია სახელობის სამუსიკო სკოლა წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის საღამოს -სახელწოდებით " კონცერტების კონცერტი“ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

#დილის რადიოს სტუმრები: ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგები- ნანა კვირიკაძე, ზურა ჯეგნარაძე და ამავე სამუსიკო სკოლის მოსწავლე- სესილი აბუთიძე - ფორტეპიანო- პედაგოგი ნანა კვირიკაძე

რუბრიკაში „ოქროს ფონდი“ დღეს პოეტ მორის ფოცხიშვილს გავიხსენებთ

#ბათუმის მერიამ პროგრამის „ფესტივალების მხარდაჭერა“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა #დილის რადიოს სტუმარი: ია შალამბერიძე - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი

#რატი რატიანი რუბრიკაში „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს ისაუბრებს ელექტრონული მუსიკის ატმოსფერულ ნაწარმოებზე, რომელიც ზამთრის ლოს-ანჯელესის ბორცვებზე იწვის. 

სპორტის სიახლეები

გადაცემის ბოლოს კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზით შემოგვიერთდება