დილის რადიო

21 მარტი 2025, 10:54 1040 ნახვა

დილის რადიო

21 მარტი პარასკევი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 21 მარტია , 21 მარტი , ძალიან გამორჩეული და მრავალფეროვანი დღეა თავისი მნიშვენელობით 1993 წლიდან 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ყველა ჩვენს კოლეგას ვულოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს -21 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე.

2010 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი კალენდარში შეიტანა , როგორც საერთაშორისო დღესასწაული -ნავრუზი..

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება მთელ მსოფლიოში.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. დღეს მსოფლიოში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნავენ 21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა.  ასეთი გამორჩეული თარიღია 21 მარტი.

დღეს გადაცემაში:

 როგორი ამინდი იქნება დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩაგვერთვება ჩვენი კორესპოდენტი კობა ფარტენაძე .

სპორტის სიახლეებს გაგვაცნობს სეო წილოსანი

21 მარტით დათარიღებულ მნიშვნელოვანი ფაქტებისა  და მოვლენების შესახებ ვისაუბრებთ უფრო ვრცლად 

#დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღეა- ამ დღის მიზანია საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევა.

#დილის რადიოს სტუმარი -მერი ვერულიძე- 3 წლის ლაზარეს დედა

პოეზია- -შეიძლება იქცეს თანამედროვე ადამიანის ყველაზე მძაფრი სულიერი კითხვების პასუხად, ამიტომ აუცილებელია პოეზიას ფართო საზოგადოების მეტი ყურადღება დაეთმოს.დღეს პოეზიის საერთაშორისო დღეა. ჩვენსც შევიტანთ ერთგვარ მოკრძალებულ წვლილს დღევანდელი დღის აღნიშვნაში. რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს დაეთმობა პოეტ ნათელა დუმბაძის ლექსს        ,, ქალი მოდიოდა“- კითხულობს მსახიობი თათია ხაინდრავა. ჩანაწერი გაკეთებულია 1980 წელს

#როგორ ავიცილოთ ალერგიული ფონი გაზაფხულზე

#დილის რადიოს სტუმარი ალერგოლოგ-იმუნოლოგი მეგი ხაბაზი

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „ მოკლე ისტორიები“ დღეს შეხვდებით მეთოჯინე გიორგი გოგიტიძეს         21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა.

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან