Anana Kaye & Irakli Gabriel

15 მარტი 2025, 14:00 479 ნახვა

Anana Kaye & Irakli Gabriel

Anana Kaye (ანანა კაცაძე) და irakli Gabriel-ის (ირაკლი გაფრინდაშვილი) ერთობლივი შემქომედებითი და ოჯახური ცხოვრება 2012 წლიდან იწყება - წყვილმა მაშინ გაიცნო ერთმანეთი, როდესაც ირაკლი ამერიკის შეერთებულ შტატატებიდან დროებით ჩამოსული იყო სამშობლოში. მაშინვე შეაჯერეს ერთმანეთის მუსიკალური უნარები და რამდენიმე საავტორო სიმღერა ჩაიწერეს. ეს პროცესი შემდეგ ამერიკაში, ჯერ ნიუ იორკში, ხოლო შემდეგ ნეშვილში გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა წყვილი.  გამომდინარე იქიდან, რომ ნეშვილი ქანთრი, ფოლკ, ბლიუზის ტრადიციების ქალაქია, ბუნებრივია ვიფიქროთ რომ დუეტიც ამ მიმართულებით მუშოაბს. თუმცა ისინი არ იზღუდავენ თავს ჟანრობრივად და ამას მათი მრავალფეროვანი დისკოგრაფიაც ადასტურებს.