ჯგუფი „პრიზი“

08 მარტი 2025, 14:04 76 ნახვა

ჯგუფი „პრიზი“

მუსიკალური საქართველოს 90იანების ერთ-ერთ გამორჩეული მოვლენა  ჯგუფი „პრიზი“ 1985-86 წლიდან იღებს სათავეს თბილისელი ახალგაზრდების სტუდენტური თვითშემოქმედებით - სახელმწიფო ტექნიკური ინსტიტუტის („გეპეის“) სტუდენტები ლევან ლომიძე, ზაზა  კახიანი და გივი გოგუაძე მუსიკისადმი ინტერესმა გააერთიანა. გიტარისტისა და მუსიკის ავტორ ლევან ლომიძის ქართულენოვანი მელოდიური სიმღერები თავიდანვე შეადგენდნენ  „პრიზის“ რეპერტუარს.
90-იანების პირველსავე წლებში ჯგუფის პოპულარობას „მეორე არხზე“, რეჟისორ გიორგი ებრალიძის მიერ გადაღებულმა რამდენიმე ვიდეო კლიპმა (ვიდეოტრილოგიამ) შეუწყო ხელი.
იმდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, ახალგაზრდა ჯგუფისთვის ასევე დიდ მიღწევად ითვლება თბილისის სტუდია „მელოდიაში“ ჩაწერილი და ვინილად გამოცემული ალბომი „ღამის ქალაქი“.
ამ ყველაფრის მიღმა ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მგომარეობა  უპერსპექტივოდ სტოვებდა „პრიზის“ ახლაგაზრდა მუსიკოსებს, ისევე როგორც ბერ მათ თანატოლს. ჯგუფი დაიშალა. მისი წევრები ემიგრაციაში გაემგზავრნენ - მხოლოდ ზაზა კახიანი დაბრუნდა სამშობლოში და დღემდე აქ აგრძელებს ცხოვრებას და მუსიკისთვისაც იცლის. სწორედ მასთან შედგა ეს ინტერვიუ.