დილის რადიო

04 მარტი 2025, 11:42 71 ნახვა

დილის რადიო

4 მარტი სამშაბათი 2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება

გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

#1994 წლის 4 მარტი ითვლება ჯგუფ ‘SPICE GIRLS-დაბადების დღედ, 31 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩატარდა პირველი კონკურსი ჯგუფის შესაქმნელად .  4 მარტი არაერთი საინტერესო ფაქტითა და მოვლენით შევიდა ისტორიაში , მათ შესახებაც მოგიყვებით

რუბრიკა „მუზეუმი“ დღეს დაეთმობა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ომის საწინააღმდეგო ნახატს-ეს არის პაბლო პიკასოს „გერნიკა:“ ნახატი შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული, გობელენში შესრულებული მისი ასლი ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაშია გამოფენილი, როგორც მძლავრი შეხსენება იმისა, თუ რა სასტიკი საზღაურის გაღება უხდება ადამიანს ომის გამო.

#რუბრიკა- რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს კომპოზიტორ ეთერ ჭელიძეს დაეთმობა,, ქალბატონ ეთერს გამორჩეულად უყვარდა ბათუმი და ეს სიყვარული მის შემოქმედებაშიც აისახა რადიო აჭარის ოქროს ფონდი ეთერ ჭლიძის ხმის არაერთ ჩანაწერის ინახავს , დღეს მის ერთ პატარა მოგონებას შემოგთავაზებთ ბათუმზე

#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად „დილის რადიოს“ ეთერში მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას „მარსელ პრუსტის კითხვარი“ . #რუბრიკის სტუმარია ბიზნესექსპერტი და დრამერი სოფი ვარშალომიძე 

# სიმსუქნე და რისკ-ფაქტორები # დღეს სიმსუქნის მსოფლიო დღეა

#დილის რადიოს სტუმარი: ექიმი ენდოკრინოლოგი ანა კოტორაშვილი 

#ექსპერიმენტები ამაზონის ჯუნგლებიდან -ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:“

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

 ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება