დილის რადიო
3 მარტი , ორშაბათი 2025 წელი
გადაცემის სრული ჩანაწერი
საქართველოში დღეს დედის დღეა და დღევანდელი დღე უქმეა. ყველა დედას გილოცავთ , გილოცავთ მეუღლეებს, შვილებს, რადგან ეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა. დედა ის ძალაა, ის ენერგიაა, ის უკიდეგანო სიყვარულია, რომელსაც ვერც დრო და ვერც ასაკი ვერაფერს აკლებს . დედობა ცალკე პროფესია, ოღონდ ყოველდღიური ,24 საათიანი განრიგით
3 მარტის გადაცემაში:
ამინდის უტყუარ პროგნოზს. ტრადიციულად, კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#ფაქტები და მოვლენები, რომელიც 3 მარტითაა დათარიღებული #დღეს ეროსი მანგალაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, ეროსი მანჯგალაძეს მისი შემოქმედებითი ცხოვრება ჩვენს ქალაქთანაც აკავშირებდა . ჩანაწერი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ რუბრიკაში ოქროს ფონდი , ბათუმშია გაკეთებული 1971 წელს
#დღეს დედის დღეა და ლენა ჭაღალიძის რუბრიკა „მოკლე ისტორიები“ დედებს ეთმობა #დედა-შვილი ია დავითაძე და ელენე ქათამაძე
#ქალები ტექნოლოგიებში-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ #რუბრიკის სტუმარი ლიკა ხინკილაძე, QA ინჟინერი;
რუბრიკა „კინომუსიკა“ დღს დაეთმობა :გიორგი შენგელაიასა და მიხეილ ჭიაურელის ფილმს „სიყვარული ყველას უნდა“ , ფილმისთვის მუსიკა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა დაწერა
#კიდევ ერთი ლამაზი ისტორია ლენა ჭაღალიძისგან რუბრიკაში "მოკლე ისტორიები" #დედა-შვილი ლილი ქათამაძე, ლივია დუმბაძე
სპორტის სიახლეები
მინდის პროგნოზი