25 თებერვალი 2025, 10:15 278 ნახვა

დილის რადიო

25    თებერვალი     სამშაბათი  2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს , 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან 104   წელი შესრულდა.

წითელი არმია   რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. 1921 წლის ღებერვალში საქართველოს გასაბჭოების დროს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა.

დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია ისევ რუსეთის მიერ. 

 ამინდის პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება 

 გაგაცნობთ ინფორმაციებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად  (სატელეფონო ჩართვა ლანჩხუთიდან() 

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ნოდარ დუმბაძის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ  

25    თებერვალი საინტერესო ფაქტებითა და მოვლენებით შევიდა ისტორიაში,   ენრიკო კარუზოსა და პაკო დე ლუსიას შესახებ მოგიყვებით 

#დღეს სამშაბათია და ტრადიციულად  „დილის რადიოს“  ეთერში   მოისმენთ სალომე ბეჟანიძის რუბრიკას   „მარსელ პრუსტის   კითხვარი“ .  # რუბრიკის სტუმარია  მოტივატორი და მწერალი დაჩი ბორცვაძე)

„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს  რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული. დღეს ოგიუსტ რენუარის დაბადების დღეა

#  ჯორჯ ჰარისონი დღეს 82 წლის გახდებოდა, მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვისაუბრებთ   

#როგორ დავამარცხოთ წარუმატებლობის შიში, ამ თემას ეთმობა  სოფო დარჩიას რუბრიკა„რადიო რჩვევები“   #რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დავით ქათამაძე. 

#ტაჯ- მაჰალში ჩაწერილი საოცარი სოლო-ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი:“

ამინდის  პროგნოზი